რეზონანსი
16.07.2017

 (რეზონანსი) მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა პარაგვაი აღმოჩნდა, რომელიც რეიტინიგის პირველ ადგილს უკვე მე-2 წელია იკავებს. კვლევა სოციოლოგიურმა კომპანიამ „Gallup"-მა ჩაატარა. ამავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყანა აღმოჩნდა იემენი. ამის შესახებ ინფორმაციას „Commersant"-ი ავრცელებს.

გამოკითხვა 142 ქვეყანაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 150 000 ადამიანმა მიიღო. რესპონდენტებმა გამოთქვეს აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად ბედნიერად და კომფორტულად გრძნობეთ თავს საკუთარ ქვეყნებში.აღმოჩნდა, რომ ზოგადი შეფასებები 10 წლის განმავლობაში არ იცვლებოდა. გამოკითხულთა მინიმალური ასაკი 15 წელი იყო.

სირია, რომელიც 2015 წელს მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყანა გახდა, ამჟამად ვერ მოხვდა რეიტინგში. ამის მიზეზი იყო სამოქალაქო ომი, რომელმაც გამოკითხვის ჩატარება შეუძლებელი გახადა.

გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ ბევრს იცინის და იღიმის, ცდილობს მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან და ბევრს ისვენებს.

რეიტინგის მიხედვით, ლათინური ამერიკა არის რეგიონი, სადაც ყველაზე მეტია ბედნიერი ქვეყანა, რადგანაც იქ მცხოვრები ხალხის კულტურული ტენდენცია მეტ ყურადღებას აქცევს პოზიტიურ მომენტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×