რეზონანსი
16.07.2017

 (რეზონანსი) აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების სანახავად მიემგზავრებიან.

მათ მოსანახულებლად ასევე იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები დაშავდნენ და თურქეთის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ავარია სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ტრაბზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

საკონსულოს ინფორმაციით, დაშავებულია 23 ადამიანი, ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ ავტობუსში მყოფი 36-ივე მგზავრი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×