(რეზონანსი) ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქონებას არ ფლობს. თუმცა, საჯარო მოხელეებში მოიძებნებიან ისეთები, რომელთა საკუთრებაშია უძრავი ქონება ამერიკაში, ესპანეთში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, საფრაგნეთსა და სხვა ქვეყნებში. ქონებას საზღვარგარეთ არ ფლობენ არც ქვეყნის პრემიერმინისტრი და არც საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესკონტაქტის" ვებგვერდი ავრცელებს.
გამოცემა წერს,რომ საქართველოს პარლამენტის წევრებიდან ქონებას უცხოეთში ფლობენ: ლევან კობიაშვილი - „ქართული ოცნება" - 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გერმანიაში, დუსელდორფში. მას ასევე აქვს 550კვ.მ საცხოვრებელი სახლი ბერლინში.
სალომე ზურაბიშვილს,რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია, 60კვ.მ საცხოვრებელი სახლი პარიზში აქვს.
ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს 70 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ირლანდიაში, ლიმერიკში აქვს.
ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, კობა ნაყოფიას ესპანეთში, კანარის კუნძულებზე - 300 კვ.მ აქვს. ის ასევე ფლობს ბინას რუსეთში,მოსკოვში.
მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს უკრაინაში, კიევში 220 კვ.მ ბინა აქვს. მას ასევე კიევში აქვს 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთიმრომელიც 700000 აშშ დოლაარდ არის შეფასებული.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს საცხოვრებელი სახლი აშშ-ში, ვაშინგტონის ოლქში აქვს. ის ვაშინგტონში ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს.