რეზონანსი
16.07.2017

 (რეზონანსი) „სქაი ნიუსის" ცნობით, ჩილეში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად და ისიც ზაფხულში მოთოვა. სანტიაგოში დიდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა: 280 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი დათოვლილი ხეების წაქცევაა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სტიქიამ 1 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დაშავდა. თოვლის გამო გართულებულია საავტომობილო გზებზე გადაადგილებაც.

5 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლი ჩილეში წუხელ მოვიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×