(რეზონანსი) თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. რაც შეეხება მძღოლს, იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„ნორმალურად მოვდიოდით, ავარიის შემდეგ, როდესაც აზრზე მოვედი, მითხრეს, რომ მძოლი ყვიროდა, რომ მას გზა გადაუჭრეს. რა მოხდა რელაურად არ ვიცით", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავარიის შედეგად 38 ადამიანი - "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.
ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.