რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) „ქართველთა მარშის" ორგანიზატორები მსგავსი შინაარსის აქციის გამართვას ბათუმში აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს.

„ყურადღება! ეხლა ვიმყოფები ბათუმში. ხვალიდან ვაპირებ რამოდენიმე ეროვნულად მოაზროვნე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში „ქართველთა მარშის" მოსამზადებლად. გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი „ქართველთა მარშის" ჩასატარებლად! მსურველები შემეხმიანეთ პირადში!

რაც მე დღეს ქუთაისის ქუჩაზე ვნახე ეს არის ამაზრენია და მეტი არაფერი!", - წერს სადღობელაშვილი.

14 ივლისს, თბილისში, აღმაშენებელზე „ქართველთა მარში" გაიმართა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა საქართველოდან არალეგალების წასვლა და საიმიგრაციო კანონის გამკაცრება იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×