(რეზონანსი) სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება. ტაძრის მშენებლობა დღეს პატრიარქმა აკურთხა.ცერემონიალს საქართველოს პრემიერმინისტრიც ესწრებოდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე - საგანმანათლებლო და კულტურული კერა.
„ღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი. წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბანას სახელობის საკათედრო ტაძარი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ტაძარი თურქეთში, ერზრუმის პროვინციაშია და ის ამჟამად უმოქმედოა.