რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) ტრანსპორტირების კომპანიისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტირების საფასური 1 კუბურ მეტრზე 1.884 ლარი გახდა.

ტრანსპორტირების კომპანია აქამდე არსებული რეგულაციით 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე საშუალოდ 9-დან 13 ლარამდე იხდიდა, 20 ივლისიდან ის უკვე 18 ლარს გადაიხდის.

„სემეკის" გადაწყვეტილება ძალაში 20 ივლისს შევა და 2018 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.ტარიფის ცვლილების საშუალო მაჩვენებელი კუბურ მეტრზე დაახლოებით ერთი თეთრია. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშეა მოცემული.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე უკვე ხვალ იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×