რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) თათია დოლიძესთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ უფლებადამცველი, ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია აცხადებს,რომ პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, „ქართველთა მარშის" ორგანიზატორების განცხადებები იყო ჯგუფური გაუპატიურების სავარაუდო მუქარა.

„ჩვენი კანონმდებლობით, თუ დანაშაულის ნიშნები არსებობს და მუქარა არის დანაშაული, მაშინ პროკურატურა ვალდებულია საჯარო დევნა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ინფორმაციას გაიგებს. ჩვენ ეს ინფორმაციას მას მივაწოდეთ" , - განაცხადა ბაია პატარაიამ „ტვ პირველის" ეთერში.

თათია დოლიძემ ე.წ ქართველთა მარშთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც აქციის ორგანიზატორების და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე „facebook"-ში მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, 120-დან 180 საათამდე ვადით, ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×