რეზონანსი
17.07.2017

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტო 17 - 23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში ისევ სიცხე იქნება, 19-23 ივლისს კი შედარებით აგრილდება.

„17 - 18 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი იქნება. 19 - 23 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი" , - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×