რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) დღეს დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდა. დღევანდელ პროცესზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, ასევე პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი, საპატრიარქოს ოქრომჭედელი და საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხებიან. პროკურორის თქმით, მოწმეები მკვლელობის მომზადების მოტივზე ისაუბრებენ.

დღესვე დაიკითხებიან ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქს გერმანიაში მკურნალობის დროს ახლდნენ.

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ არსებით ნაწილზე და ბრალდებაზე ეს მოწმეები ვერ ისაუბრებენ. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე სასულიერო პირებს კითხვებს დაუსვამს შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად შეეძლო შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერული წინსვლისთვის ხელის შეშლა.

შორენა თეთრუაშვილი წინა სასმართლო სხდომაზე უკვე დაკითხეს.

სასამართლოს აგრეთვე ჩვენებები მისცა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორემ.

დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×