რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამინისტროში განაცხადეს, რომ გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად დაშავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, უწყების ინფორმაციით, ისინი კვლავ თურქეთის კლინიკაში რჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხევა 16 ივლისს, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×