რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „Rudaw" -ის ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის პროვინცია კირკუკში იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 5 ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს.

უკან დახევის დროს ტერორისტებმა მიმდებარე ტერიტორია დანაღმეს. განაღმვით სამუშაოებს უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია ახორციელებს.

მანამდე ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქალაქ მოსულის რამდენიმე უბანზე „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა განახლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×