რეზონანსი
18.07.2017

 (რეზონანსი) „როიტერის" ცნობით, კენიაში, ვიცეპრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ტელედებატები საკუთარ თავთან გამართა, რადგან მისი კონკურენტები დებატებზე არ მივიდნენ.

სააგენტოს ცნობით, ერთი საათის განმავლობაში ელიუდ მუტიორა კარიარა, ორი მოდერატორის და აუდიტორიის კითხვებს პასუხობდა. მასთან ერთად დებატებში კიდევ 5 კანდიდატს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა კარიარას გარდა არავინ მივიდა. დანარჩენმა კანდიდატებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ისინი მხოლოდ ისეთ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ყველა კანდიდატი იქნება მიწვეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×