(რეზონანსი) „ინდეფენდენტის" ცნობით, ისრაელში არაბ ქრისტიანს სამი კარეს, საკუთარი ქალიშვილის მკლელობისთვის წაუყენეს ბრალი. პოლიციის ცნობით, მიზეზი მუსლიმ ბიჭთან კავშირი იყო.
17 წლის ჰენრიეტა კარა, ებრაულ სკოლაში სწავლობდა. 1 წლის წინ, მშობლებს განუცხადა, რომ შეყვარებულია მუსლიმზე, რომელიც იმ მომენტში ისრაელის ციხეში იჯდა. მაისში, ჰენრიეტა სახლიდან გაიქცა და მის მეგობარს მიწერა შეტყობინება, სადაც ეუბნებოდა, რომ ოჯახი მის მოკვლას აპირებდა.
ამის შემდეგ სიტუაციაში პოლიცია ჩაერთო, რომელმაც ჰენრიეტას ქალთა თავშესაფარში დარჩენა ურჩია. გოგონამ ამაზე უარი თქვა და სახლში დაბრუნდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, მან მშობლებს განუცხადა, რომ მისი შეყვარებული ციხიდან გამოდის და მასთან ყოფნისთვის, ისლამს მიიღებდა.
ჰენრიეტას სხეული იმავე დღეს სახლის სამზარეულოში იპოვეს. ექიმების დასკვნით, გოგო ცივი იარაღით მრავალჯერადად მიყენებული დარტყმებით დაიღუპა.