რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) შსს სტატისტიკური მონაცემებით, სამ თვეში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა.  

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის უფლება საქართველოს აღნიშნულ მოქალაქეებს 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით არ მიეცათ.

უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და რამდენი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში 90-დღიანი წესების დაცვით.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×