რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) "როიტერის" ცნობით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური პიერ დე ვილიე თანამდებობიდან გადადგა.

პიერ დე ვილიემ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აზრთა სხვადასხვაობის გამო პრეზიდენტ მაკრონს დაუპირისპირდა. მათი დაპირისპირების მიზეზი კი მაკრონის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება გახდა. მარკონი უწყების ხარჯების 850 მილიონი ევროთი შემცირებას გეგმავს.

60 წლის გენერალმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა, რომელიც მაკრონმა სწრაფადვე დააკმაყოფილა.

"არსებულ ვითარებაში, ვხედავ, რომ არ შემიძლია ძლიერი შეიარაღებული ძალების გარანტი ვიყო. იმ ძალების, რომლებიც საფრანგეთისა და ფრანგების დაცვას უზრუნველყოფს", - განაცხადა გენერალმა პიერ დე ვილიემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×