რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სააკაშვილის კრიტიკა დაიმსახურა პოროშენკოს განცხადებამ მინკსის შეთანხმებასთან დაკავშირებით. პოროშენკომ გუშინდელ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს არ აქვს მინსკის მსგავსი ხელშეკრულება.

„2008 წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა. მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან განსხვავებით, მე უარი ვთქვი ამ ტერიტორიების განსაკუთებული სტატუსით უზრუნველყოფაზე, როგორც ამას რუსეთის ინიციატივით სარკოზი ცდილობდა. პოროშენკო კი იძულებული იყო ზეწოლით უკან დაეხია", - დაწერა მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×