რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით საკითხები განიხილა.

შეღავათი ძირითადად გამოიხატა შენატანების გადავადებაში, ცალკეული მსესხებლებისთვის კი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ვრცელდება. ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მსესხებლებს მიაწოდონ ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით და ზოგადად, მეტი აქცენტი გაკეთდეს მარაგებისა და სავაჭრო ფართის დაზღვევაზე საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებისას:

„უნდა დავიცვათ ბალანსი, რათა ერთის მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, და, მეორეს მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ დაზარალებულმა მოქალაქეებმა. კომერციული ბანკები ადრეც, ამოუდგნენ გვერდში მსესხებლებს რომელთაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ სესხი აღებული და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქეს მათ სესხის მომსახურების ტვირთი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×