რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისელი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე თითქმის ნახევარი თეთრით გაიზარდა და 46.153 თეთრი გახდა. სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალი ტარიფი ძალაში 20 ივლისიდან შევა და წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ახლანდელი მდგომარეობით თბილისში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი 45.620 თეთრი ღირს.

სემეკის ცნობით, უწყების მიერ დადგენილი ტარიფი კუბურ მეტრზე 50,620 თეთრი იყო, მაგრამ რეალური ტარიფი, გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 5 თეთრით შეამცირეს.

ამდენად, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნობით, არ არის გამორიცხული, გამანაწილებელმა კომპანიებმა კოდევ გააფორმონ მემორანდუმი და დაწიონ ტარიფი, თუმცა ეს საკითხი სემეკის კომპეტენციებს სცილდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×