(რეზონანსი) პანტომიმის თეატრის მსახიობები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას ისინი თეატრის გაყიდვის გამო მიმართავენ. თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი აცხადებს, თეატრი 1 ლარად უკვე მეორედ იყიდება.
„ჩვენი თეატრი 1 ლარად უკვე გაყიდეს, ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს. გიორგი რამიშვილმა, თეატრი სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეიძინა. ხოლო თეატრის ანგარიშზე, ახალი თეატრის ასაშენებლად გადმორიცხა 100 000 ლარი, ამ თანხით თეატრის აშენება წარმოუდგენელია, ამიტომ მამამ, ეს თანხა ოთხჯერ გადაურიცხა უკან გიორგი რამიშვილს. თანხა ამჯერად გაყინულია ანგარიშზე.
თეატრის დირექტორის თქმით, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პროსტესტის უკიდურეს ზომას-შიმშილობას მიმართავენ:
„თუ გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერება რომ აგვიშენებენ სრულფასოვან თეატრს მაშინ მზად ვართ დავტოვოთ ეს შენობა, მაგრამ ამის გაკეთება არავის უნდა. ამ თეატრის ლიკვიდაცია მოახდინა წინა ხელისუფლებამ, მაშინ გვიან გავიგეთ რომ თეატრი გაიყიდა, ახლა ნამდვილად არ დავნებდებით. ჩემი ვალია გადავარჩინო პანტომიმის თეატრი, რომელიც მთელ მსოფლიოში არის აღიარებული.
ამიტომ თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ და შიმშილობას დავიწყებთ".- განაცხადა შალიკაშვილმა.