რეზონანსი
19.07.2017

 (რეზონანსი) „ინდეფენდენტის" -ის ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლის განმავლობაში 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფომაცია თავდაპირველად ერაყის ეკონიმიკისა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გაავრცელა. თავის მხრივ ჰოშიარ ზებარიმ აღნიშნული ინფორმაცია ქურთული დაზვერვის მოხსენებაზე დაყრდნობით გააკეთა.

ქურთების მონაცემებით, უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებმა. ასევე ერაყის არმიის შეტევამ და საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულმა ავიადარტყმებმა გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შესახებ ქურთული დაზვერვის მონაცემები ოფიციალურს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ერაყის არმიამ ქალაქი ჯიჰადისტებისგან ივლისის დასაწყისში გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×