რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) სენატორის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მძიმე დაავადება მაკკეინს გასულ კვირას თვალზე ჩატარებული ოპერაციის დროს აღმოუჩინეს.

საუბარია სიმსივნის მძიმე ფორმაზე. მაკკეინს მკურნალობის კურსი სხივურთერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს. 

ჯონ მაკკეინს გასულ კვირას თვალიდან ჰემატომა ამოაჭრეს. სენატორის ავადმყოფობის გამო კონგრესში ე.წ. ობამაქეარის გაუქმების მიზნით დანიშნული კენჭისყრა გადაიდო.

ჯონ მაკკეინი ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2008 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ვეტერანი სენატორი ცნობილია თავისი ხისტი და კრიტიკული პოზიციით რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ.

მაკკეინის დიაგნოზს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის მოქმედი ლიდერი. დონალდ ტრამპმა სენატორი გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, მაკკეინი მებრძოლია, რომელსაც ავადმყოფობა ვერ შეაშინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×