რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, "ქართველთა მარშს" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც რეზონანსი უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. "ქართული მარშის" და მისი შედეგების გამო. მე სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.

რა თქმა უნდა, თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ.

ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხმას წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ამგვარმა ქმედებებმა",- დაწერა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×