(რეზონანსი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, მწვავედ ავარიულ ობიექტებში მცხოვრები დევნილების განსახლების მიზნით, ბინების გარკვეული რაოდენობის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
"საცხოვრებელი ფართების შესყიდვასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, მოლაპარაკებებს, დაახლოებით 40 სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებს. სამინისტრო ბინებს მხოლოდ დასრულებულ (ექსპლოატაციაში მიღებულ) ან მშენებარე კორპუსებში შეისყიდის.
დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს, რომ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისი წინადადებები.
ამ ეტაპზე, სამინისტრო შეისყიდის ბინების იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია, ერთის მხრივ, ავარიული შენობების დასახურად",-განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.