(რეზონანსი) 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ მამიდაშვილს, რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა შემოწმდეს, რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუმცა მე ვაკონტროლებ ყველაფერს და თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.
ჰქონდა თუ არა რობერტ ახალაიას წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, ადვოკატის თქმით, ახლობლები ამაზე არ საუბრობენ.
ახალაია მისი მამიდაშვილის ძალადობრივი გზით მკვლელობაშია ბრალდებული. ისინი თბილისში სწავლობდნენ და დეიდის სახლში ერთად ცხოვრობდნენ.
საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.