რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსი და   სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი  თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან მათი გათავისუფლების მიზეზი აფგან მუხტარლის საქმეა:

"მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთის მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორეს მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×