რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) უკრაინის თავადაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

3 ჯარისკაცი ლუგანსკის ოლქში, ხოლო 6 დონეცკში დაიღუპა. უწყების განცხადებით, ეს ბოლო პერიოდში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია.

გაეროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის შედეგად 2014 წელს არანაკლებ 10 090 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2777 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 2017 წელს დაიღუპა 36 ადამიანი, 157 კი დაშავდა. საბოლოო ჯამში, კონფლიქტის პერიოდში 23 966 ადამიანი დაიჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×