რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ონლაინ შოპინგზე დახარჯული თანხა, ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრად იზრდება. მოქალაქეები ონლაინ შოპინგზე, საშუალოდ, 111 ლარს ხარჯავენ.

2015 წელს, საქართველოდან უცხო ქვეყნებში 86 მილიონი ლარი გადაირიცხა, 2016 წელს 140 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემით, 81.9 მილიონი ლარი. საქართველოში ამანათები ძირითადად აშშ-დან და ჩინეთიდან შემოდის.

დაახლოებით მილიონ ლარამდე ღირებულების გამოწერილი ამანათები შემოდის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან.

დღეისათვის გამოწერილ ნივთებზე გადასახადს დაქვემდებარებული ზღვარი 300 ლარია, ასევე, დღგ-ის 18%-ით იბეგრება გარკვეული დასახელების საქონელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×