რეზონანსი
20.07.2017

 (რეზონანსი) მუხტარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ადვოკატებმა 19 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. საქმეში მოპასუხე მხარეს როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი წარმოადგენს. მუხტარლი ორივე ქვეყანას ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას ედავება.

„ჩვენ ევროპის სასამართლოს მივმართეთ 2 ივნისს, ვაცნობეთ აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას და მოვითხოვეთ დროებითი ღონისძიება, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მინიმალური სამედიცინო სერვისით ესარგებლა აფგან მუხტარლის იმ ეტაპზე. გუშინ, უკვე 19 ივლისს, ჩვენ წარვადგინეთ ძირითადი განაცხადი, პრიორიტეტი მიანიჭეს ამ საქმეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროსასამართლომ დაადგინოს ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტი, რომლის გამოც აფგან მუხტარლის დაერღვა ევროკონვენციით გარანტირებული უფლებები. ეს არის დაახლოებით 14 მუხლი ევროკონვენციით და დამატებით ოქმებით გარანტირებული", - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×