რეზონანსი
21.07.2017

 (რეზონანსი) კიბოს დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, სენატორმა ჯონ მაკკეინმა პოლიტიკური განცხადება გაავრცელა. მაკკეინის თქმით: "დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეებისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა - მცდარია და ამით ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელში ჩავარდა".

სენატორის თქმით ტრამპისთვის უპირატესი ისლამური სახელმწიფოს განადგურებაა.

"ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავარია ისლამური სახელმწიფოს განადგურება. სჯობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების უფრო ფართო ჭრილში განხილვა", - განაცხადა სენატორმა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს 2013 წლიდან აფინანსებს და სამხედრო წვრთნებს უტარებს. პროგრამის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა 2 დღის წინ მიიღო, რასაც წინ უსწრებდა შეხვედრა CIA-ს დირექტორ მაიკ პომპეოსთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×