რეზონანსი
21.07.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში მცხოვრებლებმა ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა მათ საცხოვრებელ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესასხვევში გზა გადაითხარა, რის გამოც ქუჩაში წყალი იღვრება, მოსახლეობა კი ალერგიას და მტვერს ებრძვის. აქციის მიმდინარეობისას მოსახლეობამ მერიის შენობის წინ ქვა და ღორღი დაყარა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვიცემერი ნოდარ მიქიაშვილი შეხვდა. მიქიაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მათ ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწესრიგება მოხდება, თუმცა 2018 წლის ბოლოდან კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების მიზნით, გზა კვლავ გადაითხრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×