რეზონანსი
21.07.2017

 (რეზონანსი) „ალ ჯაზირა" -ს ცნობით ისრაელის პოლიციამ 50-წლამდე კაცებს ალ-აქსას მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შესვლა აუკრძალა.

პოლიციის ინფორმაციით,, 50 წელს გადაცილებული მუსილიმი კაცები და ნებისმიერი ასაკის ქალები მეჩეთში შესვლას თავისუფლად შეძლებენ. ქალაქის არაბულ უბანში პოლიციის დამატებითი ძალები პატრულირებენ. უსაფრთხოებას 3 000-მდე სამართალდამცველი და მესაზღვრე იცავს.

მორწმუნეები მეჩეთში შესვლამდე შემოწმების ახალი წესებით უკმაყოფილოები არიან. კერძოდ, ალ-აქსას მეჩეთში შესვლამდე მომლოცვლებს მეტალო დეტექტორით ამოწმებენ, პროცესი კი კამერებით ფიქსირდება.

პილიგრიმებს ალ-აქსას მეჩეთში შესვლის უფლება 17 ივლისიდან მისცეს. 14 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე 3-მა შეიარღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 2 სამართალდამცველი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×