რეზონანსი
21.07.2017

 (რეზონანსი) „ბიბისის" ცნობით, ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციების დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა ოპოზიციამ პრეზიდენტ მადუროს პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საყოველთაო გაფიცვა მოაწყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვენესუელის სამართლის ფორუმის" ხელმძღვანელმა ალფრედო რომერომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციების დროს 261 ადამიანი დააკავეს. ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ 24-საათიანმა გაფიცვამ შედეგი გამოიღო. „ამ ისტორიულ აქციას, ქვეყნის მოსახლეობის 85% შეუერთდა", - განაცხადა ოპოზიციური ნაციონალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა ფრედი გევარდიმ განაცხადა.

აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით.

ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 92 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×