რეზონანსი
21.07.2017

 (რეზონანსი) მთის კანონის მიხედვით, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას 37 სოფელი დაემატა. აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა:

„ეს იმას ნიშნავს რომ პედაგოგები, ექიმები, პენსიონრები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ დამატებით შეღავათებს. დამატებით შეღავათებს მიიღებენ კომპანიებიც, რომლებიც თავისუფლებიან აღნიშნული კანონის მოხედვით გადასახადებისგან. 150 კომპანიამ 2016 წლიდან ასეთი შეღავათებით უკვე ისარგებლა.ეს კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში", - განაცხადა პრემიერმა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 3 700 დასახლებიდან 1 678 დასახლებას, დაახლოებით 45 %-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×