(რეზონანსი) ამერიკელი და გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, ვინც არ ეწევა, ჭარბწონიანი არ არის და ალკოჰოლსაც ზომიერად იღებს, საშუალოდ 7 წლით დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე დანარჩენები. ამის შესახებ მაქს პლანკის საზოგადოება თავის ვებგვერდზე იუწყება.
ამ დასკვნამდე მკვლევრები 14 ათასი მოქალაქის გამოკითხვის, 50-89 წლის ამერიკელის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მივიდნენ, რომლებიც საშუალოდ 4-5 წლით მეტ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე აშშ-ის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
ექსპერტების თქმით, ეს სამი საკვანძო ფაქტორი - სიმსუქნე, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, თანაბარი მნიშვნელობის არ არის. სიმსუქნე დაკავშირებულია ადრეულ ინვალიდობასთან, თამბაქოს მოხმარება - ადრეულ სიკვდილთან, ალკოჰოლი კი - სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრ შემცირებასა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან.
კაცები, რომლებიც არ ეწევიან, არ სვამენ და არ სუქდებიან, ცოცხლობენ სხვებზე 11 წლით დიდხანს. ქალების შემთხვევაში ეს ვადა 12 წელია.