რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) ინტერპოლმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იმ წევრების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც შესაძლოა ევროპაში ტერორისტული აქტები მოაწყონ. ინფორმაციას „The Guardian"-ი ავრცელებს. სიაში 173 ტერორისტული ორგანიზაციის წევრი მოხვდა.მედიის ცნობით, სია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მიერ სირიასა და ერაყში ჩატარებული ოპერაციის დროს მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა.

სია საკმაოდ სრულოფილია და იგი აღწერს თითოელი ტერორისტის გადაბირების დროს, მათი დაბადების ადგილს, ინფორმაციას მათი ოჯახის წევრების შესახებ. მოპოვებული ინფორმაცია ისეთ დეტალებსაც შეიცავს, როგორიცაა მაგალითად, იმ მეჩეთების დასახელება, სადაც პოტენციური თვითმკვლელები დადიან.

აღნიშნულ სიას თან ერთვის მათი ფოტოსურათებიც. ინტერპოლს ამ ეტაპისთვის, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, „ისლამური სახელმწიფოს" ეს კონკრეტული წევრები ამჟამად იმყოფებიან თუ არა ევროპაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×