რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეტოდადებულ კანონპროექტებზე პარლამენტში გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს აქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობისა" და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს გუშინ გადაეგზავნა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ხედვებს. შესაბამისად, პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×