რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი - ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×