რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციის პირველი ეტაპი დაასრულა. მერიის ცნობით, კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო, „VISA" და „MasterCard"-ის უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა.

ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით. ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს.

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×