რეზონანსი
22.07.2017

 (რეზონანსი) პროექტის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გეურარხში, მირგუსეინ ასადოვმა კაკლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ლევან დოლიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მირგუსეინ ასადოვის მიერ 6 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა.

სამინისტროს ცნობით, ეს მეწარმე პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 23 490 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - 14 175 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9 315 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 570 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 914 959 ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 505 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×