გვანცა წულაია
25.07.2017

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორისთვის" მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა. უკვე დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა. ფოთის პორტში უკვე შემოვიდა წვრთნაში მონაწილე ტექნიკის ნაწილი.

"ღირსეული პარტნიორი 2017" ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნება და სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

"ღირსეული პარტნიორი 2017" საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატოს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (#კა) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და #კაა-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

აქვე გეტყვით, რომ რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი ფართომასშტაბიანი წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში ტარდება.

არის თუ არა რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხეები მოსალოდნელი? - ამ კითხვით 3რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგელნებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  რუსეთის მხრიდან საფუძველი იმაზე არსებობს, რომ ვიფიქრით რაღაც პროვოკაციებს დაიწყებს. ამის არ უნდა გვეშინოდეს. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ძალიან გონივრულად7 ის გზა, რომელზეც ვდგავართ, ბოლომდე უნდა გავიდეთ.

ჩვენ დასავლეთის კურსი ავიღეთ და რა თქმა უნდა რუსეთი ყველაფერს ეცდება, რომ ამ კურსიდან გადაგვახვევინოს. ამან არ უნდა შეგვაშინოს.

მიუხედავად იმ ბოროტისა და ხელისუფალისა, რომელსაც სააკაშვილი ჰქვია, ომის დროს განგაში რომ ატეხა, ამხელა ბოროტების იმპერიამ, რასაც რუსეთი ჰქვია, ორ თვეში უკან ბრუნი გააკეთა. საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით უკან გავაბრუნეთ.

ჩვენი პრევენცია წინასწარ ყოველ მეტრზე ყვირილი და განგაშის ატეხვაა. დილა რომ თენდება, პარლამენტში რიგით პირველი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიები უნდა იყოს და არა ის, რომ ვიღაც დელეგაცია ჩამოვიყვანოთ და ველაპარაკოთ.

ვინ გელაპარაკება შენ, რომ ელაპარაკები? ნატო იქნება? - ძალიან კარგი. წვრთნები ჩატარდება? - ძალიან კარგი. დასავლეთის ვექტორი გვაქვს, რომელსაც ბოლომდე უნდა მივაწვეთ და გავიტანოთ.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხეები ყოველდღე, ყოველწამს და ყოვეწუთსააა მოსალოდნელი. იმ თვალსაზრისით, რაც ახლა საოკუპაციო ხაზთან ხდება, ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად უმძიმეს მდგომარეობაშია. მცოცავი ოკუპაცია ყველანაირი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

აქედან გამომდინარე, დაგვრჩენია ის, რომ შევეგუოთ და გავაგრძელოთ კაპიტულანტური კურსი და აღმოვჩნდეთ იმ სივრცეში, რომელშიც რუსეთს სურს, რომ შეგვიყვანოს.

ან არადა, უნდა გავაგრძელოთ დასავლეთ მოკავშირეებთან ერთად იმაზე ბრძოლა, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო გახდეს.

 გიგა ნასარიძე (ა.ო "საქართველო არ იყიდება"):  რუსეთის მხრიდან გარკვეულ საფრთხეებს ყოვეწუთიერად და ყოველწამიერად უნდა ველოდოთ, რადგან მოულოდნელობებით აღსავსე ძალაა.

რუსეთი ყოველგვარი გამაღიზიანებლის გარეშე შეიძლება თავს დაგვესხას ან საქართველოს ტერიტორიაზე რამე მოაწყოს. აქედან გამოდინარე, კატალიზატორი ეს ვერ იქნება. უბრალოდ, რუსეთს ყოველთვის უნდა ვუფრთხოდეთ და მისი მხრიდან აგრესიისთვის მზად ვიყოთ.

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ნატოს კონსტრუქტორები კრწანისის სასწავლო ბაზაზე წლებია საქართველოში მოღვაწეობენ. ისინი თავიანთ გამცდილებას ქართველ სამხედროებს უზიარებენ. ასეთ შემთხვევაში, არამგონია სიტოაციის ესკალაცია გამოიწვიოს. საფუძველი ნამდვილად არ მაქვს.

თუ კი ეს ქართველი სამხეროდების წვრთნას და სწავლებას ეხება, არამგონია რამე უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

 

 

 იურო მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  ჩემი აზრით ეს ნატოსთან თამაშები ქვეყნისთვის საშიშია, რადგან ისინი ჩვენ არ დაგვიცვავენ. მას არავითარი ვალდებულობა არ გააჩნია.

თუ რუსეთთან ურთიერთობებს არ აღვადგენთ, ყოველთვის ვიქნებით საშიშროების ქვეშ. საერთოდ დიდი ხანია ცეცხლს ვეთამაშებით. ცეცხლის თამაშით ჩვენს ქვეყანას მუდმივ საფრთხეში ვადგებთ. ხელისუფლება არადეკვატურია იმ შიშებთან და რეალურ ცხოვრებასთან, რომელიც გარშემო მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×