რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) ყარაფილა - ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყოველდღიურად 3 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საოკუპაციო ძალების მოქმედებას დააკვირდება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავით ქაცარავა ამბობს, რომ მოძებნიან ისეთ შემაღლებულ ადგილებს, საიდანაც სივრცე ყველაზე კარგად ჩანს და მონიტორინგს დაიწყებენ.

აქცია ქართველი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მოქალაქეები საოკუპაციო ხაზიდან 2 კილომეტრის მოშორებით არიან განლაგებულნი. ამ ეტაპზე სულ 20 ჯგუფია შექმნილი.

გუშინ ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 ადამიანი გაიტაცეს. სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ბერშუეთთან, სამების ეკლესიის სიახლოვეს დააკავეს.

21 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×