რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) ილიას ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. ის ოჯახთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს წყალში გული გაუჩერდა.

მამაკაცის გადარჩენას მაშველები ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ილიას ტბის მენეჯერის, მალხაზ ხაბარაშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×