რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) ახალციხეში, რესტორან „ედემის" მიმდებარედ, დათვი ტყვეობაში ჰყავდათ. პირის მიმართ, რომელსაც დათვი უკანონოდ ჰყავდა დატყვევებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება.

24 ივლისს, დათვი დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ცხვარიჭამიაში არსებულ, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარს გადაეცა. დათვის გადაცემისა და ტრანსპორტირების პროცესში, დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან, რაიმე ტიპის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები. ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია - ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, პოტენციური თავდამსხმელი ხდება" , - ნათქვამია გარემოსდაცვითი უწყების განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×