რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) ბაზარზე პირველი ქართული ხელით დამზადებული ხილის ნაყინი „ცუმბო პოპსი" გამოჩნდა. ახალი ბრენდი ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა. „ტვ პირველის" ეთერში საუბრისას, სტარტაპის ხელმძღვანელი მარი ჭუმბურიძე ამბობს, რომ ნაყინი უშაქროა და ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს, შესაბამისად, ის დიაბეტით დაავადებულებისთვის, ასევე ვეგანებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხოა.

„პოპსებისთვის" ხილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ. ნაყინი ხილის სეზონურობის შესაბამისად მზადდება. ამჟამად კომპანია მომხმარებელს თუთის, მარწყვის, მოცხარის, ალუბლის, ატმისა და ჟოლოს პოპსებს სთავაზობს. მიმდინარე სეზონზე ასევე საზამთროსა და ნესვის ნაყინის შეთავაზება იგეგმება.

კომპანიას მაღაზია და სანაყინე არ აქვს, მომხმარებელს ნაყინის შეძენა მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×