რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) იტალიაში, მილანში, ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომლის 4 წევრიც ქართველია. იტალიური მედიის ცნობით, დამნაშავეთა ჯგუფი ბინებს მთელი მილანის ტერიტორიაზე ძარცვავდა.

ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს მათ დიასახლისიც გაკოჭეს და მას სიკვდილით ემუქრებოდნენ. როგორც იტალიური მედია წერს, აღნიშნული დაჯგუფების ლიდერი, იტალიის მოქალაქე, 44 წლის დინო გავაცენი იყო.

პოლიციამ მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები და სამკაულები ამოიღო. საქმეზე გამოძიება გრძელდება. როგორც იტალიური მედია იუწყება, 2017 წელს სამართალდამცველებმა ბინების ქურდობითვის 61 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 18 ეროვნებით ქართველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×