რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის დაკითხვა დასრულდა. სოსო ოხანაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი დაკითხვა „სკაიპით" მიმდინარეობდა.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, სძულს და მისი მოშორება სურდათ.

ამ ინფორმაციას ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები არ ადასტურებენ. მათი თქმით, დაკითხვის დროს სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილი ზოგადად საპატრიარქოში სძულთ.

დაცვის მხარემ ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის თქმით, მდივან რეფერენტის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება ილია მეორემ სამჯერ მიიღო, თუმცა, მეუფეებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×