რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობის „ძალა ერთობაშია" აქცია-პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ე.წ საზღვართან მსგავსი აქციები სახიფათოა.

„ ამ აქციის მსგავსი ღონისძიებები საზღვრისპირა რაიონებში არის ძალიან სახიფათო, რადგან მათ შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები ახლდეს, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვება. თუ ასე მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ მხარეს, რადგან ისინი არ ცდილობენ ასეთი აქციების აღკვეთას".

ჯიოევმა ასევე განაცხადა, რომ აქცია „პროპაგანდული პროვოკაციის სცენარს" ჰგავს და იმ „დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებაა", რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცოტა ხნის წინ გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×