(რეზონანსი) მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 2 მილიონ აშშ დოლარია.
2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,603 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანში (14%), ყაზახეთში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.